понедельник, 27 июня 2011 г.

grigol abashidze

გაქრა სამოცი წელიწადი,
დადნა წამებად,
არც გათენება მიხარია,
არც დაღამება!
სიცოცხლე გრძელი რომ მეგონა,
მოკლე ყოფილა,
მოკლე ყოფილა-
თვალის დახამხამება.
სიკვდილის ლანდი ძუ მგელივით
მომდევს ძუნძულით,
სად გავექცევი,წლების ტვირთით
მხრებდახუნძლული,
სულ მალე ფეხის დასადგმელიც
აღარ დამრჩება,
არყოფნის ზღვაში იძირება
ჩემი კუნძულიც.
რომ მკითხონ:
გრძელ გზას დაიწყებდი ისევ თავიდან?
ღმერთმა მაშოროს,
გადმოვუხტე ქარონს ნავიდან!
მე ჩემს წილ ტკივილს,ჩემს წილ წყენას
არვის ვუსურვებ,
რაც ჯავრი მქონდა,
სამარეში ჯავრად ცავიტან.
დამძიმდა ტვირთი,
წლების ზიდვა გახდა წამება,
არც გათენება მიხარია,
არც დაღამება,
საცოცხლე გრძელი რომ მეგონა,
მოკლე ყოფილა,
მოკლე ყოფილა-
თვალის ერთი დახამხამება!

Комментариев нет:

Отправить комментарий