суббота, 8 октября 2011 г.

მურმან ლებანიძე მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად ვმღერი ქართულად მადლობა ღმერთს ნება დართულად. შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად, ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად. და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად თარგმნეთ სპარსულად მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს მე მწამს, მე ვწერ ქართულად მე ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.

   მურმან ლებანიძე

მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად
ვმღერი ქართულად
მადლობა ღმერთს ნება დართულად.

შანსი მქონია არ მომირთხამს
ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად.

და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად
თარგმნეთ სპარსულად
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად

მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს ქართული
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული. 

суббота, 24 сентября 2011 г.

qartvelebs

‎,,ქართველებს ერიდეთ, მაშინაც, როდესაც მღერიან! - ცეკვა კი!... მაგათი ცეკვა - უკვე ომია!''
თურქ-სელჯუკთა სპასალარი. 1121 წ.

понедельник, 27 июня 2011 г.

akvavebula aragvze deka


leqsi


თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო,
შორს ნუ მეძებ!
მანდვე ვარ...
შენს გულში..
გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?
საკუთარ გულზე დაიდე ხელი,
შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...
როცა ერთმანეთზე ვფიქრობთგული ერთნაირად
გვიცემს...
ასე რომდაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს
გულისცემას...
ხომ ხედავრა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
აქვე მყავხარ გულში,
შენი ტარებაც კი შემიძლია,
გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან,
ჩვენ სულ ერთად ვართ.
დაფიქრდი განა ასე არ არის?
განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით?
მე შენ გული მოგპარე,
ჩემი გული კი შენ გაქვს,
სიყვარულისთვის ესაა მთავარი.

grigol abashidze

გაქრა სამოცი წელიწადი,
დადნა წამებად,
არც გათენება მიხარია,
არც დაღამება!
სიცოცხლე გრძელი რომ მეგონა,
მოკლე ყოფილა,
მოკლე ყოფილა-
თვალის დახამხამება.
სიკვდილის ლანდი ძუ მგელივით
მომდევს ძუნძულით,
სად გავექცევი,წლების ტვირთით
მხრებდახუნძლული,
სულ მალე ფეხის დასადგმელიც
აღარ დამრჩება,
არყოფნის ზღვაში იძირება
ჩემი კუნძულიც.
რომ მკითხონ:
გრძელ გზას დაიწყებდი ისევ თავიდან?
ღმერთმა მაშოროს,
გადმოვუხტე ქარონს ნავიდან!
მე ჩემს წილ ტკივილს,ჩემს წილ წყენას
არვის ვუსურვებ,
რაც ჯავრი მქონდა,
სამარეში ჯავრად ცავიტან.
დამძიმდა ტვირთი,
წლების ზიდვა გახდა წამება,
არც გათენება მიხარია,
არც დაღამება,
საცოცხლე გრძელი რომ მეგონა,
მოკლე ყოფილა,
მოკლე ყოფილა-
თვალის ერთი დახამხამება!